შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, დილის 6 საათზე, საპოლიციო კონტროლი დაასრულა, რომლის მიზანი იყო დანაშაულის პრევენცია
და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შსს-ს წარმომადგენელმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებისა და საპოლიციო კონტროლის შედეგად სულ დაკავებულია 127 პირი, მათ შორის:
• სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 45 პირი , მათ შორის არიან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებისთვის და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული პირები. • გატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულია სხვადასხვა დანაშაულისათვის ძებნილი 5 პირი. • ცივი იარაღის ტარების ფაქტზე გამოვლენილია 96 პირი. • ამოღებულია 1 კილოგრამზე მეტი ჰეროინი და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. • ასევე 73 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი • ამოღებულია 54 ხელყუმბარა, • 122 კაფსულ-დეტონატორი და • 3 740 ცალი ვაზნა.
საპოლიციო კონტროლის შედეგად სულ გადამოწმდა 52 000-მდე პირი.
ასევე დაკავებულია რამდენიმე ნარკორეალიზატორი, მათ შორის, ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მას ქვეყანაში სისტემატიურად შემოჰქონდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და მის რეალიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე, ძირითადად ფონიჭალაში ახორციელებდა.
„ზემოაღნიშნული ღონისძიებების მიმდინარეობისას თითოეულ სამართალდამცველს ჰქონდა მკაცრი მითითება, ემოქმედა კანონის სრული დაცვით. რამდენიმე ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს მოკვლევა და იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება სამსახურეობრივი გადაცდომა, თითოეულ ფაქტს მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის თითოეულ პოლიციელს, რომლებმაც ღირსეულად შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა. ასევე დიდი მადლობას უხდის თითოეულ იმ მოქალაქეს, რომლებმაც ითანამშრომლეს სამართალდამცველებთან. მსგავსი თანამშრომლობით, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად შევძლებთ მოვახდინოთ დანაშაულის პრევენცია და შევქმნათ უსაფრთხო გარემო“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.