სამართალი
ასპინძაში, 45 წლის მამაკაცი მოკლეს
მკვლელობა მოხდა ასპინძაში. სოფელ ორგორის მკვიდრი გ.გ. ახლობლებმა წუხელ გარდაცვლილი იპოვეს.

ექსპერტის განმარტებით, გარდაცვლილი სისხლისგან დაიცალა. მას ჭრილობა მარცხენა მხარეს, ბარძაყის არეში, არტერიასთან ჰქონდა მიყენებული.

ინციდენტი, მწყემსებს შორის შელაპარაკების ნიადაგზე, ნიალის მთაში მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 117–ე მუხლით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და რომელიც ისჯება კანონით 3–დან 6 წლამდე. შსს–ში არ გამორიცხავენ, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდეს.
| Print |