სამართალი
ახალციხის რესტორნიდან "ჩილიმების" ქურდობისთვის სამი პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა ახალციხეში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 1996 წელს დაბადებულმა კ.კ.-მ, 1982 წელს დაბადებულმა გ.გ.-მ და 1977 წელს დაბადებულმა, წარსულში ნასამართლევმა ფ.ს.-მ ქალაქ ახალციხეში, რესტორანი „თოლიადან“ ძვირადღირებული ე.წ. „ჩილიმები“ მოიპარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ბოლნისის რაიონ სოფელ ტალავერში, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3–დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას საქართველოს შსს–ო ავრცელებს.
Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE MicrosoftInternetExplorer4

ახალციხის რესტორნიდან "ჩილიმების" ქურდობისთვის სამი პირი დააკავეს

| Print |