სამართალი
შსს–მ სამცხე–ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე–ტყე ამოიღო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების ინფორმაციით, ჩატარებული

ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გასული წლის 12 აგვისტოდან დღემდე გამოავლინეს ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 261 ფაქტი.

ამასთან, მათივე ცნობით, ამოიღეს და დალუქეს უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადამზიდავი 198 ავტოსატრანსპორტო საშუალება.

ასევე, გამოავლინეს და დალუქეს 30 არარეგისტრირებული ლენტური სახერხი საამქრო.

წყარო: შსს
| Print |