სამართალი
სამცხე–ჯავახეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით ნინოწმინდაში, ასპინძის, ახალციხის, ადიგენის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ასპინძის რაიონის სოფელ რუსთავში მცხოვრები, 1979 წელს დაბადებული გ.შ. მეუღლეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხოფას.

ასევე დადგინდა, რომ ახალციხის რაიონის სოფელ წყრუთში მცხოვრებ, 1994 წელს დაბადებულ, ოთხი თვის ორსულ მ.ს.-ს მეუღლემ - 1988 წელს დაბადებულმა ღ.ი.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ადიგენის რაიონის სოფელ უდეში, 1977 წელს დაბადებულმა, წარსულში ნასამართლევმა პ. მ.-მ ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლზე - 1982 წელს დაბადებულ ს.გ.-ზე.

ქალაქ ნინოწმინდაში, 1976 წელს დაბადებულმა ა.თ.-მ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავის არასრულწლოვან ძმისშვილს -2001 წელს დაბადებულ კ. თ.-ს, საკუთარ დედას - 1949 წელს დაბადებულ ს. თ.-სდა რძალს - 1981 წელს დაბადებულ მ. თ.-ს.

ახალქალაქის რაიონის სოფელ აზმანაში 1968 წელს დაბადებულმა ს.ნ.-მ მეუღლეს - 1976 წელს დაბადებულ მ.ა.-ს, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება სსკ–ის 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას საქართველოს შსს–ო ავრცელებს.
| Print |