სამართალი
სამცხე–ჯავახეთში, საზღვრის უკანონდ გადაკვეთისთვის, ბანგლადეშის მოქალაქეები დააკავეს
ახალციხესა და ნიალაში, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, ხუთი პირი დააკავეს.

ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის ხუთი მოქალაქე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მაშინ დააკავეს, როცა ბრალდებულები, ახალციხესა და ნიალაში, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, (საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), რაც ჯარიმას ან 4-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
| Print |