სამართალი
ახალქალაქში, ავტომანქანა გზიდან გადავარდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალქალაქის შესასვლელთან. სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანა გაყინულ გზაზე მოცურდა,
მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. მძღოლი გადარჩა, თუმცა ექიმების განმარტებით იგი მძიმედ დაშავდა. 

შსს–ს ინფორმაციით, ახალციხე– ნინოწმინდა – სომხეთის საბაჟო გზის 8 კმ –ზე, სატვირთო ტრაილერის მძღოლმა ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება და გადაბრუნდა. სხეულის დაზიანება არავის მიუღია. მძღოლი დაჯარიმდა ადმინისტრაციული წესით.

| Print |