სამართალი
საკრებულოდან გათავისუფლებული თანამშრომლების სასამართლო პროცესი გადაიდო
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან განთავისუფლებული თანამშრომლების სასამართლო პროცესი, რომელიც 1 თებერვალს იყო ჩანიშნული გადაიდო.


სასამართლო დარბაზში, მხოლოდ მოსარჩელე მხარე გამოცხადდა.

მოპასუხე მხარემ, ახალციხის რაიონულ სასამართლოს პროცესის გადადების მოთხოვნით, განცხადებით მიმართა.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას, უპასუხისმგებლო ნაბიჯს უწოდებს.

გელა დემეტრაძე განმარტავს, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები არიან, რის გამოც, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ისინი თანამდებობიდან გაათავისუფლა, ახლა კი საქციელის გამოსასწორებლად დროის გაჭიანურებას ცდილობენ.

ფრაქციის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ სასამართლო დავაში გაიმარჯვებენ.

სასამართლო სხდომა 2018 წლის 9 თებერვალს 15:30 საათზე ჩაინიშნა.

| Print |