სამართალი
დაყაჩაღებული ახალციხელები
გურიაში სავარაუდო დამნაშავეებს ეძებენ, მათ ვინც ახალციხის ორი მკვიდრი რეგიონში მოტყუებით ჩაიყვანა.

სოფელ კლდის მაცხოვრებლები ზ.ტ. და გ.დ. თავს საქონლის ყიდვა–გაყიდვით ირჩენენ. მათი ახლობლების თქმით, მამაკაცებს გურიიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ გასაყიდი საქონელი ჰყვადათ.

სატელეფონო ზარის შემდეგ, ორივე მათგანი დაახლოებით, 3 500 ლარით, პირუტყვის საყიდლად გაემგზავრა.

ფერმაში მისულებს თავს ყაჩაღები დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

პოლიციამ ორივე მათგანი დაზარალებულად ცნო.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 179–ე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა.

შსს–ს ინფორმაციით, პოლიციას დადგენილი ჰყავს სავარაუდო დამნაშავეები და მათ დასაკავებლად ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
| Print |