სამართალი
ჯიმშერ გოგოლაური გაჟღერებულის უარყოფას ითხოვს
პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის გამართლების ბოლო მცდელობა უზენაეს სასამართლოში უშედეგოდ დასრულდა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, გიორგი კოპაძის სარჩელი არდააკმაყოფილა. იგი ახალციხის რაიონული და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა.

ჯიმშერ გოგოლაური, მოითხოვს, რომ გიორგი კოპაძემ, „მე–9 არხის“ მეშვეობით, მას საზოგადოების წინაშე, მის მიმართ წაყენებული ბრალდებების გამო ბოდიში მოუხადოს.

მხარეების დაპირისპირება 2015 წლის 10 დეკემბერს „მე–9 არხის “ გადაცემა „დიალოგის“ პირდაპირ ეთერში დაიწყო.

გოგოლაურის თქმით, კოპაძემ გადაცემაში მას ბრალი დასდო, რომ ძალოვან უწყებაში მუშაობის პერიოდში პატიმრებს აწამებდა და მათგან სასურველი ჩვენების მიღებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა.

| Print |