სამართალი
აწყურში თივის ქვეშ დამალული ფიცარი აღმოაჩინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფელ აწყურის მიმდებარედ, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე ვიზუალური დათვალიერებით, ე.წ. თივის პრესები იყო განთავსებული.

საფუძვლიანი შემოწმების შედეგად, დეპარტამენტის თანამშრომლებმა 13.2 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი აღმოაჩინეს.


ხე–ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმტენი მძღოლმა ვერ წარმოადგინა.

მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოს გადაეგზავნება.

| Print |