სამართალი
საკრებულოდან გათავისუფლებულები სასამართლომ სამსახურში აღადგინა
ახალციხის გაუქმებული მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების სარჩელი სასამართლომ დააკმაყოფილა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ახალციხის საკრებულომ ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი იმავე ან ტოლფას პოზიციაზე უნდა დანიშნოს. თვითმმართველობას მოსარჩელეებისთვის განაცდურის ანაზღაურებაც მოუწევს.

გადაწყვეტილება მოსამართლე გია ბერაიამ 15 თებერვალს გამოაცხადა. 

საკრებულოს ინტერესებს ახალციხის რაიონულ სასამართლოში დაქირავებული ადვოკატი იცავდა.

ახალციხის საკრებულოში ამბობენ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

შეგახსენებთ, რომ თეა ბაღდოშვილი და ეკა ტატალაშვილი საკრებულოს აპარატიდან 2017 წლის 1–ელ დეკემბერს გაათავისუფლეს. პოზიცია, რომელიც მათ ეკავათ, სხვა პირებმა დაიკავეს, ყოფილ თანამშრომლების კი თვითმმართველობაში განუცხადეს, რომ მობილობის პროცესი წარმატებით ვერ გაიარეს. 

საკრებულოს ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ ისინი სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს. 

მოსარჩელეებმა სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბერს მიმართეს.
| Print |