სამართალი
სამცხე-ჯავახეთში დროებითი მოთავსების იზოლატორები გაიხსნება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების გეგმა წარმოადგინა.

ძალოვანი უწყების ინფორმაციით, თებერვლის ბოლოს განახლებული იზოლატორი გაიხსნება ახალქალაქში, სადაც უკვე განხორციელდა შენობის სრული რეკონსტრუქცია.

სამცხე-ჯავახეთში ახალი იზოლატორები აშენდება ბორჯომსა და ბაკურიანში. ხოლო ახალციხეში ძველი იზოლატორი ახლით ჩანაცვლდება.

შსს-ს ინფორმაციით, უწყება აპირებს ინფრასტრუქტურის განვითარებას, არსებული ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემის და ელექტრონული ბაზის დახვეწას, იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდას, დაკავებულთა კვების პირობების გაუმჯობესებას, სტრუქტურულ რეორგანიზაციას, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და სამართლებრივი ბაზის განახლებას.
| Print |