სამართალი
ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების და ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადების ფაქტზე ერთი პირია დაკავებული
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსხურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად
ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტერიტორიაზე სისტემატურად, უკანონოდ მოიპოვებდა ხის მასალას. ხე-მასალის რეალიზაციისთვისკანონიერი სახის მიცემის მიზნით, ბრალდებული ყალბსასაქონლო ზედნადებებს ამზადებდა, რამაც მნიშვნელოვან ზიანიგამოიწვია.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე და 303-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

| Print |