სამართალი
შსს-მ ბორჯომში ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბორჯომში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

უწყებაში ამბობენ, რომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებულია.

ბორჯომის გარდა, ერთ კვირაში თბილისიდან, აჭარიდან და ქვემო ქართლიდან, ნახევარ კილოგრამზე მეტი სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერებებია ამოიღებული.

ნარკოდანაშაულისთვის 20 პირია დაკავებული, მათ შორის - 5 ნარკორეალიზატორი. დაკავებულთა შორის, უცხო ქვეყნის 8 მოქალაქეა.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული, 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.
| Print |