სამართალი
შს მინისტრი: ,,მსჯავრდებულთა რეციდივები საგანგაშოა"
ჩვენ, რომ გადავხედოთ ბოლო წლების განმავლობაში შეწყალების აქტით გათავისუფლებული მსჯავრდებულების რეციდივებს, საკმაოდ

საგანგაშო რიცხვებია - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა.

თუმცა მისი თქმით, არსებობს მართლმსაჯულების ერთიანი პრობლემები და ამ მართლმსაჯულების სისტემის ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის შეწყალების ინსტიტუტი, რომელსაც აქვს გარკვეული ფუნქცია.

"ჩვენ არ ვამბობთ, რომ შეწყალების ინსტიტუტი არის პანაცეა და მისი გამოსწორებით ყველაფერი დალაგდება. მართლმსაჯულების ერთიან სისტემაზე ვსაუბრობთ. ჩვენ რომ გადავხედოთ ბოლო წლების განმავლობაში შეწყალების აქტით გათავისუფლებული მსჯავრდებულების რეციდივებს, საკმაოდ საგანგაშო რიცხვებია.

ჩვენ, როგორც შს სამინისტრო, ვერასდროს ვიქნებით მომხრე მძიმე დანაშაულებებზე შეწყალების ასე ფართოდ გამოყენების. ამ პოზიციას დავაფიქსირებთ ყველგან. თუმცა, არ არის ჩვენი მიდგომა, რომ ერთი კონკრეტული მძიმე და ტრაგიკული შემთხვევის ირგვლივ ავაწყოთ რაღაც სისტემური ცვლილებები. ჩვენ ვთვლით, რომ მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს ერთიანი.

მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი ძალა ჰუმანური მიდგომა კი არ უნდა იყოს, პირველ რიგში უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ მართლმსაჯულების სისტემის გამართული მუშაობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად"
- განაცხადა გახარიამ.

| Print |