სამართალი
საქართველოში 5 კგ–მდე არადეკლარირებული ოქროს შემოტანას ცდილობდნენ
საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით, ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები - 238 ცალი ოქროს ყელსაბამი და 2

ერთეული ოქროს ზოდი სატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით შემოიტანეს. ხოლო დანარჩენ შემთხვევაში, ბრალდებულები არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების საქართველოში მალულად შემოტანას, ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე მიმაგრებული სახით ცდილობდნენ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის 5 ფაქტი გამოავლინეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამშიამოღებულია 4 590 გრამი ოქრო და ოქროს ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება 429 000 ლარს შეადგენს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.

წყარო: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური


| Print |