საზოგადოება
ხუთი ფილმი უმცირესობის ხუთ წარმომადგენელზე
ახალციხეში "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" პროექტის "მრავალფეროვნების სახეების" პრეზენტაცია გაიმართა.

"დემოკრატიულ;ი ჩართულობის ცენტრში" შეკრებილ ახალგაზრდებს, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების შესახებ მომზადებული ვიდეოები აჩვენეს. ფილმების ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

შეხვედრას ერთ–ერთი ფილმის გმირიც ესწრებოდა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა პრობლემებზე რომელიც მას, როგორც მუსლიმი თემის წარმომადგენელს ექმნება.

პროექტის ფარგლებში მინი დოკუმენტური ფილმები, სტატიები და ფოტოისტორიები, რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ მზადდება.

პროექტის მიზანი საქართველოს რეგიონებში ისტორიების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა და რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა.

| Print |