საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში 15 000-მდე აბონენტს, დენი გაეთიშება (R)
"ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 მაისს, 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1 203 აბონენტს ახალციხის და ადიგენის რაიონის სოფლებში მინაძე, აბასთუმანი, ხევაშენი, ნაქურდევი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 19:30 საათამდე 2 500 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფლებში სარო, ხერთვისი, გელსუნდა, ხიზაბრავა და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 19:30 საათამდე 8 918 აბონენტს ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, აგრეთვე ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ბურნაშეთი, ლომატურცხი, ეშტია, ჯივანი, ყაურმა, უჩმანა და მიმდებარე სოფლებში.

15:00-დან 18:00 საათამდე 1 407 აბონენტს ბორჯომში რუსთაველის, გამარჯვების, პეტრიწის, ინაურის, ფიროსმანის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |