საზოგადოება
საქართველოში სამოქალაქო კვირეული იწყება
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ქვეყანაში სამოქალაქო კვირეული იწყება.
21-დან 25 მაისის ჩათვლით, არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN) "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელთან“ პარტნიორობით, საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო კვირეულს გამართავენ, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია თემატური შეხვედრები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით.

სამოქალაქო კვირეულის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობის, ახალგაზრდების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ცნობიერების ამაღლება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ.
დისკუსიებზე და სემინარებზე მოხდება იმდროინდელი რეალობის და მოვლენების ანალიზი ამჟამინდელ რეალობასთან მიმართებაში.

კვირეულის ფარგლებში მოწვეული სპიკერები გამართავენ პრეზენტაციებს და საჯარო განხილვებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: დამოუკიდებლობის იდეის ტრანსფორმაცია 1918 წლამდე, კონსტიტუციის მნიშვნელობა და ისტორიული რაკურსი, განათლების სისტემა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურული ცხოვრება, თვითმმართველობა და სოციალურ-ეკონომიკური ვითარება.

ღონისძიებები ჩატარდება საქართველოს 9 რეგიონში (კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, აჭარა).

სამოქალაქო კვირეულს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი.

| Print |