საზოგადოება
ახალციხეში, რუსულ სკოლასთან საფეხმავლო ბილიკი გადაიკეტა
ქალაქ ახალციხეში, რუსთაველისა და ასპინძის ქუჩების დამაკავშირებელი ერთ–ერთი გზა დაიკეტა.
მიზეზი ინფრასტრუქტურული პროექტია. რუსული სკოლის მიმდებარედ, შპს "ნდს მშენებლობა" კიბეების დემონტაჟს ახდენს.
ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ მოკლე გზა, რომლითაც სკოლის მოსწავლეები და ადგილობრივები სარგებლობდნენ სავარაუდოდ, 1 თვეში გაიხსნება.
შპს "ნდს მშენებლობამ" ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. კომპანიამ კიბეების გარდა, კოლექტორი და საფეხმავლო ბილიკი უნდა მოაწყოს. ამისთვის 611 111 ლარია გამოყოფილი.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი სექტემბერში უნდა დასრულდეს.
| Print |