საზოგადოება
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

ზუსტად 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. 

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა ორმა დიდმა მოვლენამ - მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩასახულმა ეროვნულმა მოძრაობამ და პირველმა მსოფლიო ომმა - განაპირობა.

ისტორიკოსების ნაწილის აზრით, რომ არა ამ ფაქტორების თანხვედრა, ვერც საქართველო და ვერც რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობილი სხვა ერები დამოუკიდებლობას ვერ მოიპოვებდნენ.

მას შემდეგ, 26 მაისი ქვეყნის ყველა ქალაქში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება ახალციხეშიც.
| Print |