ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილაში ძლიერი წვიმის გამო მდინარე ადიდდა. მდინარის ადიდების შედეგად საკარმიდამო ნაკვეთები და ნათესები დაიტბორა.
სამი სოფლის - წყალთბილის, სხვილისის და ვალის მეორე შახტის დასახლებაში სტიქიამ ნაკვეთები, ინფრასტრუქტურა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა.
ადგილობრივების განცხადებით, სოფელ წყალთბილაში მდინარის ადიდება, ვალეში, ხიდის დაზიანებამ გამოიწვია, რომელიც ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ დააზიანა. წყალმა ხიდს საყრდენი გამოაცალა. ჯერ კიდევ შეზღუდულია ხიდზე გადაადგილება.
მოსახლეობის ვარაუდით, ხევის ადიდება მთაში მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია. ღვარცოფისგან მოგლეჯილი ხეები და ლოდები წყალმა სოფელში ჩაიტანა და ადგილობრივების ეზოში შევარდა.
წყალთბილაში დაიტბორა საპირფარეშოები და ადგილობრივების ნათესები. მოვარდნილმა ძლიერმა წყალმა, ნაკვეთებში რამდენიმე საათი იდინა. როგორც ვალეში მცხოვრებლები აცხადებენ, მათ ნაკვეთები დაზღვეული არ ჰქონდათ, რის გამოც დაზარალებულები დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვენ.
ძლიერი წყალი „მეორე შახტაში“ შუადღით მოვარდა. სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სპეც-ტექნიკა.
სტიქიის ზონაში გუბერნატორთან ერთად იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის თანმაშრომლები, ასევე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცავები.
შექმნილია ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის შექმნილ მდგომარეობას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.