საზოგადოება
სტიქიისგან მიყენებულ ზარალს კომისია სწავლობს
ნანა ხიზაძე ერთერთი მათ შორის, ვინც ახალციხის სოფლებში მოსულმა სტიქიამ დააზარალა. მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში

- ანდის, წყალთბილის, სხვილისის და ვალის მეორე შახტის დასახლებაში 22 და 23 მაისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ნაკვეთები, ინფრასტრუქტურა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა. მოსახლეობის ვარაუდით, ხევის ადიდება მთაში მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია.

ღვარცოფისგან მოგლეჯილი ხეები და ლოდები წყალმა სოფელში ჩაიტანა და ადგილობრივების ეზოში შევარდა. მდინარის ადიდების შედეგად დაიტბორა საშემოდგომო ნათესები. მოვარდნილმა ძლიერმა წყალმა, ნაკვეთებში რამდენიმე საათი იდინა.

სოფელ წყალთბილაში წყალმა ხიდს საყრდენიც გამოაცალა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ ხიდზე გადაადგილება სტიქიიდან მხოლოდ მეორე დღეს გახდა შესაძლებელი.

სტიქიის ადგილზე ჯერ კიდევ მობილიზებულია შესაბამისი სპეც-ტექნიკა. შექმნილია ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია, რომელიც არსებულ ვითარებას სწავლობს.

ვალეს, სხვილისისა და წყალთბილის შემდეგ, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ, ახალციხეში, სოფელ ანდაში ხეხილის ბაღები, მიწის ნაკვეთები და გზა დააზიანა. სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძე განმარტავს, რომ სტიქიამ ადგილობრივების სარდაფებიც დატბორა.

დაზარალებული მოსახლეობა აცხადებს, რომ ნაკვეთები დაზღვეული არ ჰქონდათ, რის გამოც დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვენ.


| Print |