საზოგადოება
102 წლის ვეტერანი ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
ბორჯომში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს გიორგი ჭველიძეს ღირსების ორდენი გადაეცა. 102 წლის ვეტერანმა ჯილდო

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით მიიღო. მას ჯილდო ვეტერანების საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა, მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან ერთად გადასცა. 



საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა 103 წლის სამსონ ოგანესიანი ახალქალაქიდან.


| Print |