საზოგადოება
ახალციხეში კლასიკური ავტორბოლა გაიმართა
პირველად საქართველოში კლასიკური ავტომობილების ავტორბოლა გაიმართა. ღონისძიება ცნობილი ავტომრბოლელი ქალბატონ, ზოი ვითაკერის
ინიციატივით დაიგეგმა.  მრბოლელები ახალციხის ციხის მოედანზე დღეს, 3 საათისთვის შემოვიდნენ.

რბოლა, რომელიც 4 დღეს გაგრძელდება თბილისიდან დაიწყო და თბილისშივე დასრულდება. ღონისძიების მონაწილეები მოივლიან კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ ქალაქებსა და სოფლებს, ასევე გაეცნობიან ქართულ ტრადიციულ არქიტექტურას. გარბენის მანძილი დაახლოებით 700 კილომეტრია.

რბოლაში ათამდე რარიტეტული საკოლექციო მანქანა ღებულობს მონაწილეობას, რომელთა საშუალო ფასი მილიონი დოლარიდან იწყება. მათ შორისაა მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდის ავტომობილები და ყველაზე ახალი 1954 წლის „პორშე“ და „იაგუარი“



რბოლის მარშრუტი დაიგეგმა საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციისა GAF და Transport Security Consultants (ტრანსპორტის უსაფრთხოების და ტრეინინგების კომპანია) მხარდაჭერით.

მსოფლიოში ცნობილმა ავტო მრბოლელმა, ზოი ვითაკერმა რამდენიმე წელი იმუშავა „ფორმულა 1“- ში. ზოი მართავდა ისეთ საოცნებო მანქანებს, როგორიცაა - კლასიკად ქცეული 1957 D-type jaguar და 1996 corvette Stingray, ასევე თანამედროვე Porsche GT4 და Lamborgini Aventador.



თავგადასავალების მოყვარული პროფესიონალის მიზანი კლასიკური პორშეს საქართველოში ჩამოტანაა. 

ფოტოებს ავტორი: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია
| Print |