საზოგადოება
ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში დენი გაითიშება (R)
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 ივნისს, 10:00-დან 19:30 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1 857 აბონენტს ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონის სოფლებში მაჯადია, ოლავერდი, ბუზავეთი, ხულგუმო და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 16:00 საათამდე 36 აბონენტს ბაკურიანში წაქაძის, 9 აპრილის, დიდი მიტარბის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |