საზოგადოება
1 ივნისს, 17 საათზე, სარალიძეების მხარდამჭერი აქცია ბორჯომში გაიმართება
ხვალ, 1 ივნისს, 17:00 საათზე, ბორჯომის პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება.

სოლიდარობის აქციას ახალგაზრდები, სოციალური ქსელის საშუალებით აანონსებენ და საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

"დღეს, ხორავას ქუჩაზე სასტიკად მოკლული ბიჭების საქმეზე მოსამართლემ სამარცხვინო გადაწყვეტილება გამოიტანა.
მოსამართლემ ერთი ბრალდებული გაამართლა, ხიოლო მეორე მუხლი გადაუკვალიფცირა, გამოდის რომ ბიჭები მკლველის გარეშე მოკლეს....
ჩვენ არ უნდა გავჩუმდეთ, არ უნდა დავხუჭოთ თვალი იმ დანაშაულზე რასაც კანონიერად ჩადის დღეს ჩვენს ქვეყანაში სასამართლო თუ პროკურატურა. დღეს თუ თვალი დავხუჭეთ ზაზა სარალიძის შვილის მკლელობაზე, ხვალ შეიძლება ჩვენი შვილები იყვნენ შემდეგი. მხარდაჭერა, სოლიდარობა და სისტემასთან ბრძოლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია".


სარალიძეების ოჯახის მხარდამჭერი აქცია დღეს, 31 მაისს, თბილისში, ჯერ მთავარ პროკურატურასთან გაიმართა, შემდეგ კი აქციის მონაწილეებმა რუსთაველზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. სოლიდარობის აქციები მიმდინარეობდა საქართველოს სხვა ქალაქებში.
| Print |