საზოგადოება
სოლიდარობის აქციას ახალციხეც უერთდება
,,ძვირფასო ახალციხელებო! ხორავას ქუჩაზე სასტიკად მოკლული ბიჭების საქმეზე, დღეს მოსამართლემ სამარცხვინო გადაწყვეტილება გამოიტანა.

მოსამართლემ ერთი ბრალდებული გაამართლა, ხოლო მეორე მუხლი გადაუკვალიფიცირა, გამოდის რომ ბიჭები მკლველის გარეშე მოკლეს....

ეს არის ჩვენ ქვეყნის სირცხვილი, შერჩევითი სამართალი მეფობს ჩვენს ქვეყანაში რასაც წერტილი უნდა დაესვას...

1 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ პარკში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოველგვარი პოლიტიკური პარტიებისგან დამოუკიდებელი ახალგაზრდები, სტუდენტები, ამ ქალაქში მცხოვრები რიგითი ადამიანები, სოლიდარობას ვუცხადებთ ზაზა სარალიძეს და ვიკრიბებით ახალციხის ცენტრალურ პარკში 16:00 საათზე, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე".


აქციის, ორგანიზება სოციალური ქსელით ხდება.

თბილისში, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციები გაიმართა რეგიონებში – ზუგდიდსა და ქუთაისში.
| Print |