საზოგადოება
ახალციხეში ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა ახალციხეში. ახალგაზრდებმა აქცია სოციალური ქსელით დაგეგმეს

და დღის ხუთი საათისთვის კულტურის ცენტრის წინ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა დაწყისშივე განაცხადეს, რომ მათი აქცია აპოლიტიკური იყო და შეკრებილებს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავება ურჩიეს.

მოზარდები,  ზაზა სარალიძის მოთხოვნას,  დაისაჯონ დამნაშავეები მხარს უჭერენ.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ისინი მსგავს აქციებს მოვლენების განვითარების შესაბამისად დაგეგმავენ.

აქციაში ახალგაზრდებთან ერთად სიტყვით გამოვიდნენ საზოგადოების წარმომადგენლები.

სოლიდარობის აქცია დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.


| Print |