საზოგადოება
ბავშვთა დაცვის დღეს დასაჩუქრებული ბავშვები
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელს,

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებამ ნაყინები დაურიგა.

გარდა ამისა, კონკურსში გამარჯვებულებიც დააჯილდოვა. ნახატების კონკურსი 20 მაისს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა 15 წლამდე ასაკის 140 ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.

საბოლოოდ, 11 გამარჯვებული გამოვლინდა ილუსტრაციაში, ფერწერასა და გრაფიკაში.

კონკურსის გამარჯვებულებს ახალციხის მერიისგან სერტიფიკატები და სახატავი საშუალებები გადაეცათ.

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქიდან ჩამოსულმა ანსამბლებმაც მიულოცეს ახალციხელ პატარებს 1–ლი ივნისი.


| Print |