საზოგადოება
ნინო ლომჯარიას გინების გამო ლაშა ამირეჯიბი დააკავეს
პოლიციამ ლაშა ამირეჯიბი ვაკის პარკში ნინო ლომჯარიას გინების გამო დააკავა.

ამირეჯიბმა სახალხო დამცველს, 3 ივნისს, ვაკის პარკში გამართული კონტრაქციის მიმდინარეობისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში დავით ნემსაძე ავრცელებს.

,,დააკავეს ჭაბუა ამირეჯიბის შვილი ლაშა ამირეჯიბი.

სამარცხვინოა ადმინისტრაციული წესით ედავებიან სასამართლოს ხვალ ჩანიშნავენ".
| Print |