საზოგადოება
ბორჯომში აგრარულ ბაზარს ცეცხლი გაუჩნდა
დღეს დილით, დაახლოებით 5:00 საათისთვის, ცეცხლი გაჩნდა ბორჯომში, ჩარხისწყლის აგრარულ ბაზარში. ხანძრის შედეგად შენობის პირველ სართულზე

დაიწვა საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი, განადგურდა ინფრასტრუქტურა.

უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი და მიყენებული ზარალი.



ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო სამსახური.

ამ წუთებში კი კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები ტერიტორიის დასუფთავებას და გადარჩენილი ნივთების გამოტანას ცდილობენ.



ტელეკომპანია "ბორჯომის" გადამღები ჯგუფი ადგილზე მუშაობს.

| Print |