საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში 2 400-მდე აბონენტს, დენი გაეთიშება (R)
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ივნისს 10:00-დან 19:30 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1 561 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში მაჯადია, ოლავერდი, კოჩიო, სირკვა და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 17:00 საათამდე 177 აბონენტს ბაკურიანში წაქაძის ქუჩაზე, 25-იანების ტერიტორიაზე, კოხტის ძირში და მიმდებარედ, აგრეთვე ბორჯომში აღმაშენებლის, რუსთაველის ვაშლოვანის და მიმდებარე ქუჩებზე.

11:00-დან 18:00 საათამდე 65 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფელ ფერსაში.

16:00-დან 17:00 საათამდე 543 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფლებში ნაქალაქევი, თმოგვი, ხერთვისი, ტოლოში, კორისხევი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |