საზოგადოება
ქალაქ ახალციხეში, ბაკურიანსა და ასპინძაში, დენი გაითიშება (R)
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ივნისს, 12:00-დან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1 330 აბონენტს ბაკურიანში თავისუფლების, ჭავჭავაძის, ახალშენის, 25 იანების და მიმდებარე ტერიტორიაზე.
12:30-დან 18:30 საათამდე 1 258 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფლებში ნაქალაქევი, თმოგვი, გოგაძენი, ყარაბულაღი და მიმდებარე სოფლებში.
15:00-დან 16:00 საათამდე 184 აბონენტს ახალციხეში გურამიშვილის, ხმალაძის, სანაპიროს, აბასთუმანის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |