საზოგადოება
სტუდენტები და მთავრობა სამცხე–ჯავახეთის ეკონომიკურ პოტენციალს იკვლევს
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 60 სტუდენტმა, რეგიონისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონის ისტორიული ძეგლების, ტურისტული ობიექტების, მოსახლეობის პრობლემებისა და თემის ეკონომიკური პოტენციალის შესწავლა დაიწყო. 

ექსპედიცია ახალციხის მუნიციპალიტეტში 11 ივნისს, საფარის სამონასტრო კომპლექსიდან დაიწყო და დღეს, 12 ივნისს დასრულდება.

ორდღიანი ტური მოიცავდა მუსხის სკოლა მუზეუმს, ოხერასა და მაჭიხეთის ეკლესიებს, სოფელ ხეოთის წმინდა ბარბარეს ტაძარს, აწყურის ციხეს და მონასტერს, ბიეთის და აგარის მონასტერს და სლესის ციხეს.

ესქპედიციის იდეა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს ეკუთვნის. კახა სამხარაძის განცხადებით, მისი მიზანი სტუდენტებთან ერთად, რეგიონის პოტენციალის შეფასებაა.

ექსპედიციის მონაწილეები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს შემოივლიან.


| Print |
თეგები: ექსპედიცია /