საზოგადოება
ახალციხის მერია ე.წ. დრონის სამართავად თანამშრომელს იმატებს
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, ერთ თანამშრომელს იმატებს.


საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანას, საკრებულომ მხარი 11 ივნისს, სხდომაზე დაუჭირა.

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ ახალ თანამშრომელს ხელშეკრულებით 1 ან 2 თვით აიყვანენ და მას საფრენი აპარატის – ე.წ. დრონის მართვა დაევალება.

პრესსამსახურის განმარტებით, შერჩეული პირი ახალციხის მუნიციპალიტეტზე ტურისტულ ვიდეორგოლს გადაიღებს.

ახალ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო თვეში 700 ლარია.
| Print |