საზოგადოება
„ფინანსური განათლება და ბანკებთან ურთიერთობა“ -საინფორმაციო შეხვედრა ახალციხეში
რა უნდა გავითვალისწინოთ სესხის აღებისას, როგორ ვიურთიერთობოთ ბაკნებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან ისე, რომ ჩვენი უფლებები არ დაირღვეს, ვის უნდა მივმართოთ მათთან დავის შემთხვევაში და როგორ გადავჭრათ პრობლემა - ამ საკითხებზე ახალციხეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ახალგაზრდებს „ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის“ ტრენერი ქეთევან ბალახაშვილი შეხვდა.
მონაწილეებმა ბანკებთან ურიერთობის საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს.
ღონისძიების მიზანი მოსახლეობაში საბანკო სერვისებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება იყო.
შეხვედრის ორგანიზატორი ახალციხის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრია".

| Print |