საზოგადოება
ახალციხის მერიამ ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსი გამოაცხადა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი გამოცხადდა.
თვითმმართველობა, ღია კონკურსის წესით, თანამშრომლებს 13 პოზიციაზე შეარჩევს.

განაცხადის გაკეთება საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე, 24 ივნისამდეა შესაძლებელი.

საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის მიერ ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

კონკურსის ეტაპებია: განცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება.

ვაკანტური პოზიციებია:
✓ სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ხელმძღვანელი;
✓ უფროსი სპეცალისტი წვევამდელთა აღრიცხვის მომზადებისა და გაწვევის საკითხებში;
✓ პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პროექტების მართვის განყოფილებაში;
✓ პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში;
✓ მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, სივრცითი მოწყობისა და კეთილმოწყობის ზედამხედველობის განყოფილებაში;
✓ პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მშენებლობისა და რეაბილიტაციის მართვის საკითხებში;
✓ პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში;
✓ საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი;
✓ საორგანიზაციო განყოფილების ხელმძღვანელი;
✓ სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი;
✓ მერის წარმომადგენელი ქ. ახალციხის ადმინისტრაციულ ერთეულში;
✓ კლდის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ასისტენტი.
✓ ურაველის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ასისტენტი.
| Print |