საზოგადოება
ახალციხეში ორმულებს კვლავ ქვიშა–ღორღით ავსებენ
ქალაქ ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე, გზის დაზიანებულ მონაკვეთებს კვლავ ქვიშა–ღორღით ავსებენ.
ამ მეთოდით ორმული შეკეთება კოსტავას ქუჩაზეც მიმდინარეობს.
მძღოლები ჩივიან, რომ ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გადაადგილება რთულია, რადგან ორმოებიდან ქვიშა–ღორღი რამდენიმე დღეში ამიიყრება.
ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ქვიშა–ღორღით ამოვსება დროებითი ღონისძიებაა და კოსტავას და რუსთაველის ქუჩებზე, დაზიანებული მონაკვეთების მოასფალტება იგეგმება. როდის დაიწყება სამუშაოები, ამას არ აკონკრეტებენ.
რუსთაველის ქუჩაზე ორმულები ქვიშა–ღორღით მარტშიც ამოავსეს. სამი თვის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს, ახალციხის მერიიდან გამოეხმაურნენ. ემზარ მღებრიშვილმა "მე–9 არხთან" საუბრისას განაცხადა, რომ დაზიანებულ მონაკვეთებს დროებით, გამოამინდებამდე ამოავსებდნენ, ტემპერატურის მომატების შემდეგ კი ორმულები მოასფალტდებოდა.
ამ განცხადების მიუხედავად, რუსთაველსა და კოსტავას ქუჩებზე, კვლავ ქვიშა–ღორღი იყრება.
| Print |