საზოგადოება
ახალციხეში, ბორჯომში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში დენი გაითიშება (R)
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ივნისს, 11:00-დან 19:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1 900 აბონენტს ნინოწმინდაში და ნინოწმინდის რაიონის სოფლებში განძა, საღამო და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 19:30 საათამდე 1 811 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ბეჟანო, ტაბაწყური, ხულგუმო, აბული და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 16:30 საათამდე 1 030 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში აღმაშენებლის, ბორჯომის, რუსთაველის, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე.
11:30-დან 18:00 საათამდე 1 557 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში სხვილისი, ყულალისი, ივლიტა, ხაკი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ახალციხეში თამარაშვილის, მიქუტიშვილის, თაბუკაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |