საზოგადოება
ახალციხეში პირველი მოხალისეობრივი ფორუმი ჩატარდა
პირები, რომლებსაც მოხალისეობა სურთ და ორგანიზაციები, რომლებიც მოხალისეებს ეძებენ, ერთმანეთს მოხალისეობრივმა ფორუმმა დააკავშირა. ფორუმში სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, 15 ორგანიზაცია მონაწილეობდა, მათ შორის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები, ბიზნესისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები.

მოხალისეობის ფორუმი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. მოხალისეებად ძირითადად, სტუდენტები დარეგისტრირდნენ.
ღონისძიება "დემოკრატ მესხთა კავშირის" ორგანიზებით, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით და ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის’’ ფარგლებში გაიმართა.
ფორუმი ამიერიდან საქართველოს ყველა რეგიონში, ყოველ წელს გაიმართება. იგი მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას, მათი ანგარიშვალდებულების გაზრდას მოქალაქეების მიმართ და კავშირების განმტკიცებას.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

| Print |