საზოგადოება
ახალციხეში, ნინოწმინდში, ახალქალაქსა და ბორჯომში, დენი გაითიშება (R)
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ივნისს, 11:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2 352 აბონენტს ახალციხეში რუსთაველის, 9 აპრილის, გამსახურდიას, ზარზმელის და მიმდებარე ქუჩებზე.
აგრეთვე ახალციხის რაიონის სოფლებში კლდე, წნისი, ფარეხა, საყუნეთი და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 18:30 საათამდე 800 აბონენტს ნინოწმინდის და ახალქალაქის რაიონის სოფლებში როდიონოვკა, გორელოვკა, მარტუნი, ხორენია და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 16:00 საათამდე 1 412 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში საკირე, ტაძრისი, დგვარი, პატარა მიტარბი, ტიმოთესუბანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |