საზოგადოება
საპატიო მოქალაქეები ახალციხელობის დღესასწაულზე დააჯილდოვეს
სამ ახალციხელს საპატიო მოქალაქის სტატუსი მიენიჭა.
ამჯერად ტიტული ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტს მეუფე სტეფანეს (კალაიჯიშვილი),რეწვის ოსტატ მარიამ ჟუჟუნაძეს და პედიატრ რუზანა მელიქიანს ერგო.

სამივე მათგანს, ახალციხის მერიამ, სიგელები და მედლები გადასცა. წელს პირველად საპატიო ახალციხელები კერძო სექტორმა დააჯილდოვა. სამშენებლო კომპანია "მესხეთი თაუერმა" თითოეულ მათგანს მოოქროვილი "ვეფხისტყაოსანი" გადასცა.

საპატიო ახალციხელის გამოვლენის ტრადიცია 2013 წელს, საკრებულოს თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვილის ინიციატივით დაწესდა.

საპატიო მოქალაქეთა სია ასე გამოიყურება:

2013წელი - კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი და რეჟისორი თემურ ჩხეიძე;

2014 წელი - დეკანოზი სტეფანე ნადირაძე, ომარ ჯაყელი და ვახტანგ კვესელაძე;

2015 წელი - ელგუჯა კოპაძე, პოეტი ვასილ კვინცხაძე და მერაბ ბერიძე;

2016 წელი - თინათინ ჯაყელი, ლელა ნაროზაული და ნათელა იაძე.

| Print |