საზოგადოება
2005 წლამდე გამოშვებული მანქანების იმპორტი, შესაძლოა მალე აიკრძალოს
საქართველოს ხელისუფლება ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობს, მათ შორის ერთერთი დაძველებული ავტომობილების შეზღუდვაა.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას ინფორმაციით ძველი ავტომობილების, (2005 წლამდე გამოშვებული მანქანები), იმპორტი მალე უნდა აიკრძალოს – მიზეზი მათი არაეკოლოგიურობაა.

მეზობელი ქვეყნების მსგავსად, „ევრო-5"-ის სტანდარტი საქართველოშიც ამოქმედდება.

სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტებს ახალი საკანონმდებლო ცვლილება დროულად მიაჩნიათ, თუმცა, მათი აზრით, აუცილებელია, სახელმწიფომ წაახალისოს მოსახლეობა, რათა მათ შეძლონ და წვლილი შეიტანონ ქვეყნის ავტოპარკის განახლებაში.




| Print |