საზოგადოება
ნინო ჩხობაძე სამცხე–ჯავახეთს სტუმრობს
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურები დღეს ახალციხესა და ბორჯომში განხილვის თემა იყო. ახალი კოდექსი წელს ამოქმედდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ ამ თემაზე საინფორმაციო ტიპის შეხვედრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიასა და სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გამართა, რომელსაც ადგილობრივ თვითმმართველობაში გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

„მწვანეთა მოძრაობა“პროექტს 4 რეგიონში: სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთში ახორციელებს.

მისი მთავარი მიზანი მოსახლეობის ამ კუთხით ინფორმირებაა.

| Print |