საზოგადოება
რას უპირებს ახალციხის მერია დაზიანებულ გზებს?
ახალციხის მერი, დაზიანებული შიდა გზებით უკმაყოფილო მოქალაქეებს პასუხობს.
ზაზა მელიქიძის განცხადებით, რუსთაველისა და კოსტავას ქუჩებზე სამი მონაკვეთი, რომელიც ორმულ შეკეთებას აღარ ექვემდებარება, მოასფალტდება.
პროექტი, რომლის ღირებულება 600 000 ლარია, წლის ბოლოდე დასრულდება. ახალციხის მერის განცხადებით, პროექტი ექსპერტიზას გადის და ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება.
ზაზა მელიქიძის თქმით, 2019 წელს რუსთაველის, კოსტავას და დიდიმამიშვილის ქუჩების სრული რეაბილიტაცია იგეგმება. სამივე ცენტრალურ ქუჩაზე მოწესრიგდება ტროტუარებიც.

| Print |