საზოგადოება
ახალციხეში, ადიგენსა და ბორჯომში დენი გაითიშება (R)
"ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 426 აბონენტს ადიგენის რაიონის სოფლებში დერცელი, ციხისუბანი, კეხოვანი, საირმე, აფიეთი და მიმდებარე სოფლებში.
11:30-დან 17:00 საათამდე 52 აბონენტს ახალციხეში აღმაშენებლის, ახალციხელის და მიმდებარე ქუჩებზე.
12:00-დან 16:00 საათამდე 642 აბონენტს ბორჯომში მესხეთის, გოგებაშვილის, რაზმაძის, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |