ახალციხეში, ასპინძაში, ბორჯომსა და ნინოწმინდაში დენი გაითიშება (R)
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ივლისს 11:00-დან 19:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 536 აბონენტს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ფოკა, როდიონოვკა, ხულგუმო და მიმდებარე სოფლებში,.
12:00-დან 16:00 საათამდე 265 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში ტბა, ლიბანი, ცემი, დაბა და მიმდებარე სოფლებში.
13:00-დან 17:30 საათამდე 832 აბონენტს ასპინძაში წერეთლის, ვარძიის, სააკაძის, ყაზბეგის, გორგასლის და მიმდებარე ქუჩებზე.
14:00-დან 18:00 საათამდე 1 367 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფელბში სხვილისი, პამაჯი, ყულალისი, ივლიტა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.