ბორჯომის ისტორიულ პარკში ღვინის მუზეუმი გაიხსნა.
მარნის გახსნის იდეა ისტორიული პარკის დირექტორს ლაშა ცაგარეიშვილს ეკუთვნის. მარანში განთავსდა ქვევრები, სადაც რამდენიმე წლის დაძველების ღვინის სახეობები შეინახება.
მარანის გახსნა მიზნად ისახავს ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას და ტრადიციული წარმოების შენარჩუნებას.
გახსნის ცერემონიალს სხვა სტუმრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მეუფე დედორე და ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის წინამძღოლი მეუფე ლაზარე ესწრებოდნენ.
სტუმრებმა მუზეუმში დაცული ღვინის სახეობები დაგემოვნეს.
ღვინის მუზეუმის გახსნა კონცერტით აღინიშნა, სადაც გორის ქალთა კამერულმა გუნდმა იმღერა.
ინფორმაციასა და ფოტომასალას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.